

მეოთხე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოების საქმიანობა პარალიზებულია.
ამის მიზეზი ამ სააგენტოების თანამშრომელთა გაფიცვაა.
გაფიცული თანამშრომლები დღეს, 20 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
მთავრობის კანცელარიასთან დღეს შეკრებილებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილების თანამშრომლები შეუერთდნენ.
სოცაგენტის, ქეთევან ბოლქვაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, მათი უფლებების დამცველი ორგანიზაცია „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ოფიციალური წერილით მოითხოვეს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები ახლა პასუხს მთავრობის მეთაურისგან ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ ისინი ხელფასის 100%-ით გაზრდას, სამედიცინო დაზღვევას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურებას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას, ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას მოითხოვენ.
ამავე თემაზე
ჯანდაცვის სამინისტროსგან სიტყვიერ დაპირებას აღარ ვენდობით – ამბობენ გაფიცული სოცაგენტები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 17-19 აგვისტოს იმერეთში იმყოფებიან.
მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ნაწილი, გზის მშენებლობისათვის
დღეს, 10 აგვისტოს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო
4-8 აგვისტოს ხარაგაულში, ბორის სკოლის
დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი,