

ხუნევში საბავშვო ბაღის მშენებლის გამოსავლენად შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.
ტენდერში წინადადებების მიღება, რომელიც ხარაგაულის თვითთმართველობამ გამოაცხადა, 17 დეკემბერს, დასრულდა.
მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ზურაბ იჩიქიტიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვენ ამხანაგობა „ბარსონბილდისგან“, რომელმაც ტენდერში მონაწილეთაგან ყველაზე დაბალი ფასი – 588000 ლარი დააფიქსირა.
ხუნევში საბავშვო ბაღი 30 აღსაზრდელზე ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, შენდება.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ საბავშვო ბაღის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 147 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.
ფოტოზე: პროექტის მიხედვით, ასეთი იქნება ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი