

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, წელიწადნახევარია, რაც ვაკანტურია ეკონომიკისა და ქონების მართვის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების უფროსების თანამდებობები.
რამდენიმე თვის წინ ვაკანტური გახდა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის თანამდებობაც.
როდის გეგმავს ამ სამსახურების უფროსების დანიშვნას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„მერიაში სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – ზოგი განყოფილება, შესაძლოა, გაუქმდეს; ზოგი სამსახური შეერთდეს.
ბავშვზე ზრუნვის განყოფილება, რომელიც ადმინისტრაციულ სამსახურს ექვემდებარება, ლოგიკურია, რომ მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურში გადავიდეს. რომელი განყოფილება დარჩეს და რომელი გაუქმდეს, ამას ამ წლის ბოლომდე გადავწყვეტთ.
ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსები 2022 წელს გამოცხადდება“.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი