

ლეღვანი-ხარაგაულის წყალსადენის მშენებელი კომპანია „ლ და კ“-ს დამფუძნებელი დავით კაპანაძე ამბობს, სამშენებლო სამუშაოები სრულად 2022 წლის თებერვალში დასრულდება.
მისგან მოპოვებული ინფორმაციით, უკვე დამთავრდა ხარაგაულში ცენტრალური მაგისტრალის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მშენებლობა.
„ამ კვირაში გარემოს დაცვის სამინისტროსგან თანხმობა მივიღეთ, რომ მდინარე ჩხერიმელას კალაპოტში – დიდვაკიდან ლეღვნის მიმართულებით, წყალსადენის მშენებლობა განვაახლოთ, – ამბობს დავით კაპანაძე, – ამ სამუშაოებისთვის, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვე დაგვჭირდება.
ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა, ხარაგაულში მრავალბინიან კორპუსებში მოსახლეობის გამრიცხველიანება. ამ პროცესს დეკემბრის ბოლოსთვის დავასრულებთ.“
ხარაგაულის წყალმომარაგების სისტემას შპს „ლ და კ“ 3 916 930 ლარად აშენებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე
საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ,
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის