

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი, პირველად დაფიქსირებიდან დღემდე, 3 122 ადამიანს დაუდასტურდა.
მათგან 2 650 პირი გამოჯანმრთელდა, 42 – გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში covid-19, ბოლო ხუთ დღეში, 70 პირს გამოუვლინდა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია 430 ადამიანი. მათგან 37 დაავადებული სტაციონარში მკურნალობს; დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით. იზოლაციაშია 102 პირი.
ბოლო სამ დღეში covid-19 ხარაგაულში ექვს ბავშვს დაუდასტურდა.
დღეს ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოს თანამშრომლებს კორონავირუსზე PCR ტესტირება ჩაუტარდათ. პასუხები ხვალ, 7 დეკემბერს, გახდება ცნობილი.
დღეს, 2026 წლის 15 სექტემბერს, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის
დღეს, 15 სექტემბერს, ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი დაიწყო.
„სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ – სარეკლამო
ერევანში, სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე
დღეს, 14 სექტემბერს, ბუნებრივი აირის მოწოდება ხარაგაულისა