

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, მანანა ბარბაქაძე აირჩიეს.
ამ თანამდებობაზე კენჭის საყრელად სხვა კანდაიტურა არ დასახელებულა.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა დეპუტატებს ოპოზიციური პარტიებიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია-საქართველოსთვის“ არ მიუღიათ.
არჩევნებში 24 დეპუტატი მონაწილეობდა და ყველა მათგანმა მხარი დასახელებულ ერთადერთ კანდიდატს დაუჭირა.
„ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე იყო 2017 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები
„ახლა შემოდგომაა და სოფელში განსაკუთრებით
გარემოსდაცვითი ზედამხედელობის დეპარტამენტის იმერეთის
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება
22 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის