ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა განახლდა.
კიცხის საბავშვო ბაღმაც მიიღო აღსაზრდელები, რომლებიც ერთ თვეზე მეტი სახლებში იმყოფებოდნენ.
ამ საბავშვო ბაღში 22 აღსაზრდელი დადის. 1 დეკემბერს კი მხოლოდ 12 მათგანი მოვიდა.
კიცხის საბავშვო ბაღის გამგე გულიკო მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ რეკომენდაციებს მაქსიმალურად დაიცავენ. ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვებს უსაფრთხო გარემო შეუქმნან.
„მშობლებს ვთხოვთ, რომ საბავშვო ბაღში არ გამოუშვან შვილი, თუ მას რაიმე საეჭვო ნიშანს შეატყობენ. ვესაუბრებით ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზეც. ჩვენი თანამშრომლების ნახევარი აცრილია. ორმა ახლახან გადაიტანა კორონავირუსი და შესაბამისი პერიოდის შემდეგ ისინიც აიცრებიან.
ჩვენ ბავშვებს საფრთხეს არ შევუქმნით. ბავშვებს მაგიდებთან დისტანციის დაცვით დავსვამთ. ვუტარებთ თერმოსკრინინგს.
ამ პერიოდის განმავლობაში, როცა ბავშვები სახლში იყვნენ, შეიძლება ითქვას, რომ მოწყდნენ სამყაროს. სახლშიც თამაშობენ და ერთობიან, მაგრამ საბავშვო ბაღში სიარული მათი განვითარებისთვის აუცილებელია. აქ მიღებული ცოდნა და უნარები სკოლისთვის კარგ ბაზისს ქმნის“, – ამბობს გულიკო მაღლაფერიძე.
საბავშვო ბაღის გახსნა მშობლებისთვისაც სასიხარულოა. კიცხის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის დედა ჯუნა ბარბაქაძე ამბობს, რომ საბავშვო ბაღის ფუნქციონირება მშობელს ყოფას უმსუბუქებს. იგი თვლის, რომ მისი შვილისთვის კიცხის საბავშვო ბაღში უსაფრთხო გარემოა შექმნილი.
„ძალიან გამეხარდა ჩვენი საბავშვო ბაღის გახსნა, – აღნიშნავს ჯუნა, – სიტუაციას მკაცრად აკონტროლებენ და უსაფრთხოების წესებს იცავენ. საბავშვო ბაღის არსებობა მშობლისთვის დიდი კომფორტია. დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე, ხშირად არ გვაქვს იმის დრო, რომ შვილს მთელი დღე დაუჯდე და ეთამაშო.
საბავშვო ბაღში ბავშვები დისციპლინას ეჩვევიან და გონებრივად ყალიბდებიან. ბაღგამოვლილი ბავშვი მაინც სხვანაირად განვითარებულია, ამას დაწყებითი კლასების პედაგოგებიც აღნიშნავენ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 21 საბავშვო ბაღიდან 20 ბაღი დღეიდან, პირველი დეკემბრიდან, ამოქმედდა. სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წიფის საბავშვო ბაღში ვერ განახლდა, რადგან აქ სამ აღსაზრდლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ლიკა ხიჯაკაძე
ლიკა ხიჯაკაძის ფოტორეპორტაჟს, კიცხის საბავშვო ბაღიდან, გაეცანით „ჩემი ხარაგაულის“ ფეისბუქგვერდზე.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.