
გასული 24 საათის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19 41 პირს დაუდასტურდა. მათგან, ხუთი ბავშვია.
ახალი შემთხვევები დაბა ხარაგაულში, ბაზალეთში, ხუნევში, საქასრიაში, ლეღვანში, ბორითში, ციცქიურში, ვაშლევში, კიცხში, ლახუნდარაში, ხიდარში, საქარიქედში, ფარცხნალში, ზვარეში, წყალაფორეთში, ახალსოფელში, ვახანში, ვერტყვილასა და ნებოძირში გამოვლინდა.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე ამ ვირუსით სულ 2806 პირი დაავადდა, მათგან 2139 გამოჯანმრთელდა, 37 გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ინფიცირებული 630 პირიდან 32 საავადმყოფოში იმყოფება, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობენ. იზოლაციაშია 103 მოქალაქე.
წიფის სკოლის მოსწავლე ნათია გუდაძის ნახატების გამოფენა სკოლაში
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ კვირაში, 3 მარტს,
სკოლის დამთავრება და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება ადამიანის
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ხარაგაულში რამდენიმე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ სკოლებს შორის „მხიარული სტარტები“