

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად სრულად დისტანციურ სწავლებაზეა ხარაგაულის #2, ბაზალეთის, ბორის, კიცხის, ლეღვანის, ლაშის, საღანძილისა და ვახანის სკოლები.
ხვალ, 27 ოქტომბერს, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას გეგმავს საღანძილის სკოლა.
პირველ ნოემბერს უნდა შეუდგნენ სწავლას საკლასო ოთახებში ბორის, კიცხის, ლეღვანის, ბაზალეთისა და ლაშის სკოლები, 8 ნოემბერს – ხარაგაულის #2 და ვახანის სკოლები.
ხარაგაულის დანარჩენ სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
დღეის მდგომარეობით რამდენი მასწავლებელი და მოსწავლეა ინფიცირებული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, – ამის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მარინე ვეფხვაძე არ ფლობს, რადგან ეს მონაცემები დღეში რამდენჯერმე იცვლება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის