

ხარაგაულში 23-25 ოქტომბერს კორონავირუსის 86 ახალიშემთხვევა დაფიქსირდა. ამით 1820-მდე გაიზარდა covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი, ამ ვირუსის ხარაგაულში პირველად დაფიქსირებიდან ამ დრომდე.
ამავდროულად, 23-35 ოქტომბერს, 17 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, რითაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1537-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი ხარაგაულელი, – 80 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც ჯერ ხარაგაულის კოვიდკლინიკაში, ხოლო შემდგომ – თბილისის კლინიკაში მკურნალობდა. სულ კორონავირუსით 27 ხარაგაულელია გარდაცვლილი.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის 255 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 35 სტაციონარში მკურნალობს; დანარჩენები ბინაზე იმყოფებიან.
ტესტირების საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა გაიზარდა; მაგალითად, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, 25 ოქტომბერს, 214 პირი გაიტესტა.
ამავე სამსახურმა დღეს ხარაგაულისა და ბორითის კოვიდკლინიკბის მედპერსონალის გეგმიური PSR ტესტირება ჩაატარა. ამ ტესტირების პასუხები ხვალისთვის გახდება ცნობილი.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, აიცერით.
ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფებმა თვითიზოლაციის წესები დაიცავით. დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაიტარეთ ტესტირება და მოერიდეთ გარშემომყოფებს.
გავუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და ახლობლების სიცოცხლეს.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის