ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსი 30 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის ყველაზე მეტი – 10 ახალი შემთხვევა კიცხში დაფიქსირდა. დაბა ხარაგაულსა და  ნებოძირში 4, ვარძიაში – 3; საქარიქედში, იგორეთსა და ლეღვანში 2-2; ხოლო ვაშლევში, ღარიხევსა და ხიდარში თითო-თითო ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსის 1714 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1517, ხოლო გარდაიცვალა  – 25.

172 ინფიცირებულიდან 76 ბავშვია. ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 266 პირი იმყოფება.სტაციონარში 34 ინფცირებულია გადაყვანილი.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აგრძელებს საბავშვო ბაღებისა და სკოლების მასწავლებლების გეგმიურ ტესტირებას. ამ კვირაში ტესტირება გაუკეთდა ხარაგაულის #2, ლაშისა და ბაზალეთის სკოლისა და ზვარის საბავშვო ბაღის პერსონალს. ყველა ჩატარებული ტესტის პასუხი უარყოფითია.

კორონავირუსი დაუდასტურდა ხარაგაულის გიმნაზიის ერთ პედაგოგს, რომელიც ამ დრომდე იზოლაციაში იმყოფებოდა.

კორონავირუსის გავრცელების გამო ხარაგაულის #1, კიცხის, მოლითის, საღანძილის, ბორითისა და ხევის საბავშვო ბაღები დროებით დახურულია.

სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა ბაზალეთის, ბორის, კიცხის, საღანძილის, ლაშის, ხევის სკოლები და სასულიერო გიმნაზია. ბაზალეთისა და ლაშის სკოლაში სწავლის საკლასო ოთახებში გაგრძელება 30 ოქტომბრიდან იგეგმება, ბორის სკოლაში – 28 ოქტომბრიდან, საღანძილეში, კიცხსა და სასულიერო გიმნაზიაში – 25 ოქტომბრიდან, ხევში – 23 ოქტომბრიდან. საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ამ სკოლებში სწავლის განახლება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.