

არჩევნების დღეს სხვადასხვა კანონდარღვევებზე საუბრობდნენ „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.
საარჩევნო უბნებთან ას მეტრზე ახლოს იმყოფებოდნენ მმართველი პარტიების წარმომადგენლები და კოორდინატორები. ამის გამო „ლელოსა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში საჩივრები შეიტანეს.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ოლქში დღეს ხუთი საჩივარი შევიდა – ორი „ლელოდან“, სამი – „ნაცმოძრაობიდან“.
„4 საჩივარი უბნის გარეთ ასმეტრიანი დისტანციის დარღევას ეხება, ხოლო ერთი საჩივარი დაიწერა იმის გამო, რომ რეგისტრატორმა შემთხვევით ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი მისცა სპეცსიაში მყოფ კომისიის წევრს, – ამბობს არჩილ ბლიაძე, – საჩივრის ავტორები კომისიის წევრის მიმართ დისციპლინარულ სასჯელს ითხოვენ.
საოლქო კომისიის იურისტი წავიდა უბნებზე და გააფრთხილა მოქალაქეები, რომ საარჩევნო უბანს ასი მეტრის რადიუსით დაშორდნენ, ხოლო ზედმეტი ბიულეტენის გაცემაზე კომისიის წევრები გამოვკითხეთ და ამ ფაქტს მოგვიანებით განვიხილავთ“.
ნინო კაპანაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის