ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და მერის პირველი მოადგილე საარჩევნო უბნებზე დამკვირვებლებად არიან რეგისტრირებულები.
ასეთი ფაქტები „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთისა და ფარცხნალის საარჩევნო უბნებზე დააფიქსირა.
ამ უბნებზე მერის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ჯერ საქართველოს“ დამკვირვებლები. მათ უბანზე შესაბამისი „ბეიჯები“ მას შემდეგ გაიკეთეს, რაც ამის თაობაზე შენიშვნა „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორმა მისცა.
ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა ბაზალეთის საარჩევნო უბანზე, სადაც მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი შევიდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი.
„მერის პირველ მოადგილეს დამკვირვებლად ყოფნა საარჩევნო კოდექსით ეკრძალება“, – ამბობს „ღია სივრცე კავკასიას“ (COS) იურისტი ირმა პავლიაშვილი.
ბაზალეთის საარჩევნო უბანზე განგვიმარტეს, რომ მერის პირველმა მოადგილემ კანონდარღვევაზე მითითებისთანავე საარჩევნო უბანი დატოვა.
თავად ვარლამ ჭიპაშვილი ამბობს, რომ არ იცოდა, თუ მას არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით უბანზე შესვლის უფლება თუ არ ჰქონდა. ამ ფაქტის შესახებ მან თავად აცნობა ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით ცეკოს მიმართა.
ფოტოზე: ვარძიის საარჩევნო უბნის შესასვლელთან დგას მერის წარმომადგენელი მზექალა გლუნჩაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი