

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უდიდესი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში.
მარიამ ხიჯაკაძე წელს პირველად მონაწილეობს არჩევნებში და კარგად იაზრებს, თუ რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საარჩევნო უფლების მიღება. მას იმედი აქვს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა და მხარი ისეთ კანდიდატს დაუჭირა, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარებაზე იზრუნებს.
მარიამ ხიჯაკაძემ საკუთარი არჩევანი ვარძიის საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„საქართველოს კეთილდღეობისთვის აუცილებელია, ყველა მოქალაქე წავიდეს არჩევნებზე და საკუთარი აზრი დააფიქსიროს, – ამბობს მარიამ ხიჯაკაძე, – ვფიქრობ, საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს.
უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელიც ენერგიას არ დაიშურებს და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად მაქსიმალურად დაიხარჯება. წელს პირველად ვმონაწილეობ არჩევნებში და ვიმედოვნებ, კანდიდატი, რომელსაც მე მხარი დავუჭირე, ჩემს იმედებს გაამართლებს.
გაყალბება, დაპირისპირება და მოქალაქეების მოქრთამვა წარსულს უნდა ჩაბარდეს“.
ლიკა ხიჯაკაძე
ფოტოზე: მარიამ ხიჯაკაძე წელს არჩევნებში პირველად მონაწილეობს
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის