საარჩევნო უბნები ხარაგაულის საარჩევნო ოლქში კანონის დაცვით გაიხსნა.
„ჩემი ხარაგაულისგან“ მოპოვებული ინფორმაციით, 37-ვე საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი უკვე მივიდა.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, არჩილ ბლიაძის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
#48.11 კიცხის საარჩევნო უბანზე, სადაც „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია იმყოფებოდა, კომისიის ორმა წევრმა წილისყრით მიკუთვნებული უფლებამოსილების შესრულებაზე უარი თქვეს – ერთმა – გადასატანი ყუთის წაღებაზე, მეორემ – ნაკადის მომწესრიგებლად ყოფნაზე. ამიტომ წილისყრა განმეორებით ჩატარდა.
კიცხის საარჩევნო უბნიდან 10 მეტრის მოშორებით კიცხი-ფარცხნალის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ და ამავე პარტიის პროპორციული სიის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდნენ. დამკვირვებლისგან შენიშვნის მიღების შემდეგ, მათ უბნის ეზო დატოვეს, მაგრამ მაინც უბნის სიახლოვეს იმყოფებიან.
#48.31 ხიდრის საარჩევნო უბნიდან 30 მეტრში იმყოფება „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში მყოფი დეპუტატობის კანდიდატი და მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია-საქართველოსთვის“. მათ, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.
#48.02 ხარაგაულის საარჩევნო უბანზე ხმაური მოჰყვა იმ ფაქტს, რომ კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ პირბადის გაკეთებაზე უარი თქვა.
ხიდრისა და კიცხის საარჩევნო უბნებზე სადემონსტრაციო ოქმი შევსებული არ არის.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.
ფოტოზე: კიცხის საარჩევნო უბანზე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.