

გასულ შაბათ-კვირას ხარაგაულში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები დაბა ხარაგაულში, საღანძილეში, უბისასა და ხუნევში მაცხოვრებლები არიან. ყველა მათგანის დაავადების წყარო ოჯახის წევრია.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 229 ინფიცირებულია. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ინფიცირებულ ხარაგაულელთა რაოდენობა ბევრად მეტია.
„ბევრი ხარაგაულელი კორონავირუსზე ტესტირებას თბილისში, ხაშურსა და სხვა ქალაქებში იკეთებს. ჩვენ მხოლოდ იმერეთში ჩატარებული ტესტირების პასუხები მოგვდის. სავარაუდოა, რომ ხარაგაულში, მინიმუმ, ორჯერ მეტი ინფიცირებულია“, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ირინე გელაშვილი.
ამჟამად 27 ხარაგაულელი ინფიცირებული საავადმყოფოში მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო დანარჩენი ინფიცირებულები სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით იმყოფება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ 1091 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 845 გამოჯანმთელდა, 17 – გარდაიცვალა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 173 პირი იმყოფება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის