ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ხარაგაულში ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა, რადგან სამუშაოების ყველა ეტაპი დასრულებული არ არის.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ნათია მულაძე აღნიშნავს, რომ ვიზიტორთა ცენტრი მაშინ გაიხსნება, როდესაც საბოლოო სახეს მიიღებს და ყველა ნიუანსი მოგვარებული იქნება.
„ვიზიტორთა ცენტრის გაკეთება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, რადგან ის მთლიანად განახლდა და ინტერაქტიული და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა, – ამბობს ნათია მულაძე, – ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის ფუნქცია იქნება ის, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიმართ ინტერესი გაუჩინოს უცხოელ და ქართველ ტურისტებს.
ისინი აქ ხარაგაულში არსებული ტურისტული შეთავაზებების, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას. გაივლიან რეგისტრაციას და აქვე დაჯავშნიან ამა თუ იმ მომსახურებას“.
ნათია მულაძის თქმით, ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრს საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება. იქ არსებული ინტერაქციული მასალები და ინსტალაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ მიიღონ სკოლამდელი აღზრდის ბავშვები, მოსწავლეები, სტუდენტები.
„ისინი აქ მიიღებენ ინფორმაციას, ზოგადად, დაცული ტერიტორიების შესახებ. კონკრეტულად კი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე. გარდა ამისა, ვიზიტორთა ცენტრში იქნება სხვადასხვა პროგრამა, რომელსაც ჩვენი სპეციალისტები ამა თუ იმ მიზნობრივი ჯგუფისთვის განახორციელებენ“.
ლიკა ხიჯაკაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი