

ბოლო 24 საათის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1040-მდე გაიზარდა.
კარგია, რომ დღევანდელი, 25 აგვისტოს მონაცემებით, 44 ხარაგაულელი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 815-მდე გაიზარდა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები აღმოჩნდა ახალსოფელში, ბაზალეთში, ღორეშასა და ჩხერში (3-3 შემთხვევა); ინფიცირების ახალი შემთხვევები ასევე გამოვლინდა ვარძიაში, ფარცხნალში, ლაშესა და ლეღვანში.
აღსანიშნავია, რომ 21-ვე ინფიცირებულს კორონავირუსი ოჯახის წევრისგან ან სტუმრისგან გადაედო. ყველა მათგანი 18 წლის ზემოთ ასაკის, მოზრდილი ადამიანია.
25 აგვისტოს მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 208 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 25 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები საკუთარ სახლებში იმყოფებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად იზოლაციაში 226 პირია.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის