გასულ შაბათ-კვირას ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამით covid-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 997-მდე გაიზარდა. მათ შორის 768 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 – გარდაიცვალა. 21-22 აგვისტოს ხარაგაულელ ინფიცირებულთაგან მხოლოდ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამჟამად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 212 კოვიდინფიცირებულია. მათგან 28 პაციენტი კოვიდკლინიკებში მკურნალობს; ხოლო დანარჩენები – ბინაზე, ექიმის კონსულტაციით.
21 და 22 აგვისტოს კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ხარაგაულის შემდეგ სოფლებში – ახალსოფელი, ბაზალეთი, ხიდარი, საღანძილე, ლაშე, ქვები, უბისა, ხუნევი, საქასრია.
საქასრიაში მცხოვრებ ინფიცირებულს კორონავირუსი მეუღლისგან გადაედო, ფარცხნალელსკი – ძმისგან. დანარჩენებმა არ იციან, თუ ვისგან დაინფიცირდნენ.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 180 პირი თვითიზოლაციაში იმყოფება. მათი რაოდენობა დღის ბოლომდე კიდევ გაიზრდება.
დღეს, 23 აგვისტოს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა ბორითისა და ხარაგაულის კოვიდკლინიკების მედპერსონალი გეგმიურად გატესტეს. მათი PSR ტესტების პასუხები ხვალისთვის გახდება ცნობილი.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელ ირინე გელაშვილისგან მიღებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა მიმართვიანობა გაოთხმაგდა.
გასულ თვეებში თუ დღიურად 5-6 პირს ტესტავდნენ, ახლა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ყოველდღე სწრაფი ტესტით, საშუალოდ, 25 მოქალაქე იტესტება; საავადმყოფოებში – გაცილებით მეტი – დღიურად 40-მდე პირს ტესტავენ.
ძვირფასო მკითხველებო, გაუფრთხილდით საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას – დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და რაც ყველაზე მთავარია, – აიცერით.
ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.