

„მოხერხებული“ მაყურებელი
კონცერტი ვატარებთ კურორტ საირმეში. დილიდან გადაუღებლად წვიმს. სცენა და გასახდელები კაპიტალურადაა აგებული, ხოლო მაყურებელთა დარბაზი – „ბრიზენტით“ გადახურული დიდი კარავია.
კონცერტის დროს ერთ ადგილზე წვიმის წყლის სიმძიმეს „ბრეზენტმა“ ვერ გაუძლო და დაბლა ჩამოიზნიქა. ერთმა „მოხერხებულმა“ მაყურებელმა გადაწყვიტა, ქოლგით აეწია „ბრეზენტი“ წყლის გადმოსაღვრელად… მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, – გასკდა „ბრეზენტი“ და ირგვლივ მსხდომი მაყურებელი მთლიანად გაილუმპა.
მსახიობები და მაყურებლები ერთად ვხარხარებდით…
რისი სუნია, ბიჭო…
კონცერტი გვაქვს ვანში. სცენაზე ბატონი თენგიზ ჩანტლაძე თავის ამპლუაშია. ჩემი შესვლის დროა, დამავიწყდა, გარეთ ვარ გასული… მეძახიან, – ბიჭიკო, შენი შესვლის დროა. მეც სიბნელეში გამოვიქეცი, სასწრაფოდ შევვარდი სცენაზე. დიალოგი მაქვს თენგიზთან, მივუახლოვდი. უცებ ბატონ თენგიზს სახე დაემანჭა და ჩუმად დამისისინა, – რა სუნია, ბიჭო, ახლავე გადი სცენიდან. დიალოგი ჩაიშალა. თურმე სიჩქარეში ფუნაში ჩამიკრავს ფეხი და ისეთი სუნი დადგა სცენაზე… გამომაგდებდა, აბა რა…
დღეს, 29 აპრილს, ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული 2026“-ის ფარგლებში, ხარაგაულში
ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს საქართველოს
6 მაისს ხარაგაულში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიმდებარედ,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საიუბილეო მეათე წელს აღნიშნავს.
ხარაგაულის ინოვაციების ცენტრი 2015 წელს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების