
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
საქართველოს მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქის 3 664 საარჩევნო უბანში კომისიის წევრობის 29 312 ვაკანტურ ადგილზე კონკურსში 31 483 პირი ჩაერთო.
2 153 საარჩევნო უბანში (უბნების საერთო რაოდენობის 58,76%), 8 საკონკურსო ადგილზე ზუსტად 8 განაცხადი შევიდა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო კომისიების დაკომპლექტება 15 აგვისტოს დაიწყო.
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბნო საარჩევნო კომისია 17-წევრიანი იქნება. მათგან 8 წევრს საოლქო კომისია ირჩევს, ხოლო 9 წევრს უფლებამოსილი პარტიები ნიშნავენ.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიების წევრთა შესარჩევად კენჭისყრა 15 აგვისტოს გამართა. საოლქო საარჩევნო კომისიის 17 წევრიდან სხდომას 14 ესწრებოდა, კომისიის 3 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და ამიტომ, ისინი სხდომაში ონლაინ ერთვებოდნენ.
#48.01 დაბა ხარაგაულის, და #48.31 ხიდრის საარჩევნო უბნებზე კონკურსში 10 კონკურსანტი მონაწილეობდა. #48.02 პატარა ხარაგაულის, #48.11 კიცხის, #48.15 მარელისის, #48.19 ქვების საარჩევნო უბნებზე 9-9 განაცხადი იყო მიღებული. დანარჩენ უბნებზე კი 8-8 განაცხადი იყო შესული.
კომისიების წევრებმა შერჩეული კანდიდატები ერთხმად აირჩიეს.
ხარაგაულში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევად გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს პ/გ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ნატო წარიაშვილმა და პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თამარ მაღლაფერიძე.
„საუბნო კომისიების შემადგენლობას რომ გადავხედე, ყველა ეს ადამიანი მმართველ პარტიასთანაა დაკავშირებული და მისი ინტერესების გამტარებლები არიან. ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ვიღებ,“ – ამბობს ნატო წარიაშვილი.
თამარ მაღლაფერიძე განმარტავს, რომ მას კანდიდატებთან გასაუბრებისა და მათი უკეთ გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცა. ის მიიჩნევს, რომ კონკურსი გამჭვირვალე არ არის.
#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის, ინფორმაციით, კონკურსში სულ 303 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან კომისიამ 296 პირი უნდა აირჩიოს.
„#48.21 სარგვეშის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობისათვის სულ რვა განაცხადი შემოვიდა. თუმცა ერთი კანდიდატი წინა არჩევნებზე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი იყო უბანზე. ამის გამო მას კონკურსში მონაწილეობაზე უარი ეთქვა“, – ამბობს მაყვალა სულაქველიძემ.
ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ სარგვეშის უბნის ვაკანსიაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა. #48.21 სარგვეშის საარჩევნო უბანზე მერვე წევრი საოლქო კომისიამ 17 აგვისტოს უნდა აირჩიოს.
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის