

14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება, გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით.
დავინტერესდით, რომელი ტრანსპორტის მიმოსვლა შეიზღუდება ხვალიდან ხარაგაულში.
„შიდა ტრანსპორტი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ხარაგაულის მიმართულებით მოძრაობენ, დროებით გაჩერდება.
14 აგვისტოდან აღარ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულიდან – საავადმყოფოს მიმართულებით. დაწესებულ რეგულაციებს უნდა დავემორჩილოთ,“ – ამბობს ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანი.
ს/ს „ავტოტრანსის“ დირექტორის, დავით ხარაძის, ინფორმაციით, ხარაგაულიდან ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეუფერხებლად იმოძრავებს.
„თბილისის, ქუთაისის, კიცხი – ზესტაფონის, ტყიბულის მიმართულებებით მიკროავტობუსები არსებული განრიგით გააგრძელებს მგზავრთა გადაყვანას,“ – ამბობს დავით ხარაძე.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის