კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დღითიდღე მატულობს.
ამის შესახებ ინფორმაცია ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა გულნაზი ვეფხვაძემ საკრებულოს წევრებს მიაწოდა.
„ხარაგაულში covid-19 ივნისში 22 პირს დაუდასტურდა. ივლისში მათი რიცხვი 80-მდე გაიზარდა, – აღნიშნა გულნაზი ვეფხვაძემ, – კორონავირუსზე ტესტირება ხარაგაულში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ხარაგაულის საავადმყოფოსა და ბორითის კლინიკაშია შესაძლებელი. დღიურად ტესტირებისთვის ამ საავადმყოფოებს, ჯამში, 50-მდე პირი აკითხავს.
კორონავირუსზე აცრებს რაც შეეხება, ბორითის კლინიკაში სინოვაკით, ხოლო ხარაგაულის საავადმყოფოში – სინოფარმით ტარდება.
2 აგვისტოს მდგომარეობით, ბორითის კლინიკაში ორჯერადად – 90 პირი, ხოლო ერთჯერადად – 170 მოქალაქეა აცრილი.
ხარაგაულის საავადმყოფოში სინოფარმით ორჯერადად 49, ხოლო ერთჯერადად – 300 პირი აიცრა.
თვითიზოლაციას, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა ადამიანი იცავს. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები ინფიცირებულთა ყველა კონტაქტს ვიკვლევთ და მათ ვაფრთხილებთ. დღის ბოლოს იზოლაციაში მყოფ პირთა სია საპატრულო პოლიციას გადაეცემა.
სამწუხაროდ, მოსახლეობის თვითშეგნება, რომ იზოლაციის წესები დაიცვან, ძალიან დაბალია. მოქალაქეები ერთმანეთს არ უფრთხილდებიან, სტუმრიანობაას და თავშეყრებს არ იშლიან“.
გულნაზი ვეფხვაძის ინფორმაციით, პროტოკოლით გათვალისწინებულია და უახლოეს ხანში ხარაგაულის კლინიკებში მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც აიცრიან.
ვაქცინაციის სიკეთეებზე მოსახლეობასთან საინფორმაციო კამპანია გასააქტიურებელია, – აღნიშნეს ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა ინგა მაღრაძემ და ლენა აბაშიძემ. მათი თქმით, ამ პროცესში ყველა ადამიანის, მათ შორის დეპუტატების, ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში ანტივაქსერული განწყობები შევამციროთ.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.