ხარაგაულში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ყველა მათგანის წყარო ცნობილია. მათგან ორი, კიცხში ერთი ოჯახის წევრები არიან. შვიდი ინფიცირებულია დაბა ხარაგაულში, – შვიდივე თბილისიდან ჩამოსული სტუმარია; კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დაფიქსირდა წაქვასა და ბორითში.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე ამბობს, რომ კიცხში ორსული ქალი დაინფიცირდა, ინფიცირებულია მისი მოხუცი ბებიაც.
„ოჯახში ჰყავთ მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც გულზე ოპერაცია აქვს გაკეთებული, – ამბობს ნინო ყიფშიძე, – ორსული ქალი მეზობლისგან დაინფიცირდა. სამწუხაროდ, ინფიცირებულები გადაადგილებას არ ერიდებიან, – დადიან სტუმრად და ხალხმრავალ ადგილებში.
ორსულ ქალს ვურჩიეთ, სტაციონარში გადავიდეს. თუმცა, არ ვიცი, რას გადაწყვეტს“.
ხარაგაულში კოორნავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე სულ 776 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან მათგან 698 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია 62 პირი. მათგან 11 სტაციონარში მკურნალობს; დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად თვითიზოლაციაში 120 მოქალაქე იმყოფება.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.