ხარაგაულში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
კორონავირუსი დაბა ხარაგაულში, უბისაში, ვარძიასა და ღორეშაში მაცხოვრებლებს დაუდასტურდათ.
8 ინფიცირებულიდან სამი უბისაში ცხოვრობს, ერთი ვარძიაში, ორ-ორი ინფიცირებულია დაბა ხარაგაულსა და ღორეშაში.
უბისაში მცხოვრები პირები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდათ. დანარჩენი პირების კონტაქტებისა და ინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობს.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან დღემდე სულ 765 პირია ინფიცირებული, მათგან 698 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
დღეისათვის, 51 ინფიცირებულიდან სტაციონარში 7 მათგანი მკურნალობს. აქედან ორი ბავშვია. 2010 და 2015 წელს დაბადებული ეს ბავშვები სოფელ ვანში ცხოვრობენ. დანარჩენი ინფიცირებულები, ოჯახებში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხარაგაულში ამჟამად თვითიზოლაციაში 120 პირია.
გართულებული ეპიდვითარების გამო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე მოგვიწოდებს, რომ თავი შევიკავოთ ხალხმრავალი შეკრებებისგან. ვირუსის დადასტურების შემთხვევაში დავრჩეთ იზოლაციაში და მოვერიდოთ საკუთარი ოჯახის წევრებს; ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.