

ინფიცირებულები ვერტყვილაში, ვანში, კიცხსა და ფარცხნალში ცხოვრობენ.
8 ინფიცირებულიდან 2 ფარცხნალში ცხოვრობს, 4 – ვანში, თითო-თითო ინფიცირებულია ვერტყვილასა და კიცხში.
ფარცხნალში მცხოვრები პირების ინფიცირების წყარო უცნობია, ვერტყვილელი, ვანელი და კიცხელი პირები კი ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ხარაგაულში ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე 757-მდე გაიზარდა. მათგან 698 გამოჯანმრთელდა, 16 გარდაიცვალა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმის, ნინო ყიფშიძის ინფორმაციით, 43 ინფიცირებულიდან 4 საავადმყოფოში იმყოფება, 2 კოვიდსასტუმროში, ხოლო დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობენ.
ამჟამად ხარაგაულში თვითიზოლაციაში 105 პირია.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის