

დღეს, 27 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, პირველად დაფიქსირების დღიდან 749-მდე გაიზარდა. მათგან 17 პირი გარდაიცვალა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა დაბა ხარაგაულში, საქარიქედში, ბაზალეთში, ნუნისსა და კიცხში (ექვსი ახალი შემთხვევა). საქარიქედში მცხოვრები ინფიცირებული 2020 წელს დაბადებული ბავშვია.
ბაზალეთელი და ნუნისელი კოვიდინფიცირებულების დაავადების წყარო, როგორც თავად ამბობენ, უცნობია. დანარჩენები პირები ინფიცირებულებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.
დღეისათვის კლინიკებში ხარაგაულელ კოვიდინფიცირებულთაგან მხოლოდ 4 პირი მკურნალობს, ხოლო დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია ადასტურებს, რომ, მიმართვის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში მოსახლეობა სათბობად შეშას იყენებს.
ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის,
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის