გასულ შაბათ-კვირას, 24 და 25 ივლისს, ხარაგაულში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევადადასტურდა.
ამით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში covid-19-ით ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 739-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა საქარიქედში, ღორეშაში, დაბა ხარაგაულში, კიცხში (ოთხი შემთხვევა), ვანსა და გრიგალათში.
ინფიცირებულთაგან ოთხი პაციენტი სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენები – ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
დღეს, 26 ივლისს, ხარაგაულში კორონავირუსის ახალი შემთხვევა, ჯერჯერობით, არ დადასტურებულა.
ჯანდაცვის ხარაგაულის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა მიმართვიანობა, გასულ თვესთან შედარებით, ძალიან გაიზარდა.
თუ ივნისში ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში კორონავირუსზე დღეში მხოლოდ 2-3 ტესტი კეთდებოდა, ამჟამად დღიურად 10-დან 20-მდე ტესტი ტარდება.
ტესტირების დღიური რაოდენობა გაზრდილია არა მხოლოდ ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრში, არამედ – ბორითისა და ხარაგაულის კლინიკებშიც.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.