ქართველმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა ბარსელონაში მარია კალანსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში“ გაიმარჯვა.

კონკურსში მთელი მსოფლიოდან 400 პიანისტი მონაწილეობდა. ფინალში სანდრო გეგეჭკორი პორტუგალიელ რაფაელ კირიჩენკოსთან და ჩინელ ზიმინგ რენიმთან ერთად გადავიდა.

კონკურსის სამივე ფინალისტი მსმენელის წინაშე 14 ივლისს, ვალეს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, წარსდგა.

სანდრო გეგეჭკორმა საფინალო ტურში პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

სანდროს პირველ პრემიასთან ერთად გადაეცა ფულადი ჯილდო (25000 € ) და ასევე აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.

მეორე პრემია ჩინელ ზიმინგ რენის, ხოლო მესამე პრემია პორტუგალიელ რაფაელ კირიჩენკოს გადაეცა.

სანდრო გეგეჭკორი, როგორც „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ პირველი პრემიის ლაურეატი, ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც საკონცერტო პროგრამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიგეგმება.

20 წლის სანდრო გეგეჭკორი მსოფლიო დონის პიანისტია!

სანდროს ტრიუმფალურ გამარჯვებას ვულოცავთ მთელ საქართველოს, მათ შორის მშობლიურ ჭიათურასა და ჭიათურელებს.

კონკურსის გრანდიოზული ფინალი კატალონიური მუსიკის სასახლიდან პირდაპირი ეთერით გადაიცა.

აუცილებლად მოუსმინეთ სანდრო გეგეჭკორს პირდაპირი ეთერის 01:39 სთ-დან