დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, 20 წლის ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში, „მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის“ ფინალში დაუკრავს.

კონკურსის გრანდიოზული ფინალი კატალონიური მუსიკის სასახლეში (Palau de la Música Catalana) გაიმართება. ახალგაზრდა პიანისტი კატალონიურ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო ორკესტრს შეასრულებს.

„ფინალში სამი კონკურსანტი ვართ. ფინალში გადასვლა უკვე გამარჯვებაა. ფინალიდან ნახევარ საათში ჟიური მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ ვინ გავა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე.

ამ კონკურსმა დიდი გამოცდილება შემძინა. უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავე დროს სიხარულია ასეთი ჟიურის წინაშე წარდგომა და ასეთ დარბაზში დაკვრა. ოთხი ტური წარმატებით გადავლახე, სანამ სამეულში მოვხვდებოდი. ეს საკმაოდ რთული იყო.

პირველი პრემიის ლაურეატთან გაფორმდება კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ორი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით კონცერტები დაიგეგმება. ასევე CD-ის ჩაწერის შესაძლებლობაც ექნება. შეიძლება ითქვას, რომ ავტომატურად მსოფლიო დონის პიანისტი ხდები“, – ამბობს სანდრო გეგეჭკორი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „პიკის საათში“.

„ჩემი ხარაგაული“ წარმატებებს უსურვებს სანდრო გეგეჭკორს.