

რაც ახლა თბილისში ხდება არის სამარცხვინო, – წერს სოციალურ ქსელში ხარაგაულელი თეა ტალახაძე, – ქართველობა და ქართვლის გაგონება შეგძულდება ადამიანს.
ეს ქვეყანა არც მარტო ჩემია, არც შენია და არც ვინმე სხვისა. თუ არ მოგწონს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანი, ნუ იმეგობრებ, ნუ ითანამშრომლებ მასთან; მაგრამ აღიარე, რადგან ისევე როგორც შენ, მასაც აქვს დედამიწაზე ცხოვრების უფლება.
გმობ ჰომოფობიას და ტაშს უკრავ ძალადობას. ბავშვებს ვიცავთო და ბავშვები ცირკში წაიყვანეთ და წინა ხაზზე გყავდათ დღეს.
ნეტავ თუ იცით, რას იცავთ, ან რას გმობთ? საკუთარ საქციელზე ოდესმე დაფიქრებულხართ? სხვისი განკითხვა და გალანძღვა იოლია? თქვენი შვილები თქვენვე მოგიტრიალდებათ ძალადობით და მერე დასვით რიტორიკული კითხვა, – სად შემეშალა?!
ფუჰ, შეგირცხვათ თავი, ღირსეულებო!
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის