

ღვაწლმოსილი პედაგოგი ტატული ცუხიშვილი პირველ ივლისს 80 წლის გახდა.
იუბილარს დაბადების დღე უახლოესმა მეგობრებმა და ყოფილმა მოსწავლეებმა მიულოცეს.
ტატული ცუხიშვილი 44 წლის განმავლობაში, 1971 წლიდან პენსიაში გასვლამდე, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა. მანამდე კიცხის სკოლა-ინტერნატსა და საჩხერეში ასწავლიდა.
საუკეთესო დამრიგებელი და მასწავლებელი, ერთგული და საიმედო მეგობარი, – ასე ახასიათებენ დღეს კოლეგები და მოსწავლეები.
წლების განმავლობაში გაწეული ამაგი და ღვაწლი უშედეგოდ არასდროს ჩაივლის.
უდიდესი პატივისცემა, მადლიერება და სიყვარული, რასაც დღეს კოლეგები და ყოფილი მოსწავლეები ტატული ცუხიშვილის მიმართ გამოხატავენ, მისი კარგი ადამიანობის, საუკეთესო პიროვნული თვისებების; თავდაუზოგავი, ერთგული და კვალიფიციური შრომის ნაყოფია.
დღეგრძელობას ვუსურვებთ ამაგდარ პედაგოგს.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი