სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 156 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 890 ათ. ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანადაფინანსების სახით, – 193 ათ. ლარი გამოიყო.
მთავრობის 2021 წლის 28 აპრილის #658 განკარგულებით, მუნიციპალიტეტებს ეძლევათ უფლება, პროგრამის ფარგლებში შესასყიდი მასალები, სამუშაოები და დოკუმენტაცია უტენდეროდ, ერთ პირთან მოლაპარაკებით, შეისყიდონ.
„კანონით განსაზღვრულია, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით ნებისმიერი შესყიდვის განხორციელება, ყოველ ჯერზე, სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის თანხმობით უნდა მოხდეს, – ამბობს „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ ანტიკორუფციული პროექტის მენეჯერი სანდრო ქევხიშვილი, – სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რბილად რომ ვთქვათ, კანონის ცუდი ინტერპრეტაციით ხორციელდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე, საერთო ჯამში, 40 მილიონი ლარი იხარჯება და ეს თანხა, ერთი განკარგულებით, მთლიანად განმარტივებული შესყიდვით განიკარგება. ჩვენი მოსაზრებით, ეს კანონს ეწინააღმდეგება. ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“ კვლევა ჩაატარა. ამ კვლევის ფარგლებში შეკითხვებით მივმართეთ სახელმწიფო უწყებებს, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. მათი პასუხიდან ჩანს, რომ ამ თანხის ერთ პირთან მოლაპარაკებით განკარგვა უფრო მარტივია, რადგან ტენდერის გამოცხადებას მეტი დრო და მომზადება სჭირდება, ამიტომ შეიძლება ეს დროში გაიწელოს.
ეს პროგრამა ყოველ წელს ხორციელდება. ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ იცის, რა უნდა განახორციელოს ამ პროგრამის ფარგლებში და თუ რამეს ვერ ასწრებენ, აქ უკვე დაგეგმვისა და მენეჯმენტის პრობლემა უფრო იკვეთება.
ნებართვა, რომ ეს თანხა ერთ პირთან მოლაპარაკებით განისაზღვროს, საქმეს ამარტივებს. თუმცა ადგილობრივ დონეზე კორუფციის რისკებს ზრდის. მუნიციპალიტეტებს აღარ აქვს ტენდერის გამოცხადების ვალდებულება და რამდენიმე ათეულ პროექტსს, თავისი შეხედულებით, ვისაც უნდათ, იმას უნაწილებენ. ამიტომ შეიძლება აქ კორუფციის სერიოზული რისკები იყოს“.
გთავაზობთ პროექტების ჩამონათვალს, ასევე – თითოეული პროექტებისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობის, შესრულების ვადებისა და შემსრულებლების მითითებით.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილი 156 პროექტიდან 8 პროექტი გაუქმდა, რადგან პროექტისთვის დაგეგმილი თანხა, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ნაკლები აღმოჩნდა. 17 პროექტზე კი, რომელიც, ძირითადად, წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად სხვადასხვა მასალის შეძენას ითვალისწინებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ერთიანი ტენდერის გამოცხადებას აპირებს.
მასალის მომზადების პროცესში დავინტერესდით, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა სოფლებში. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა ამბობს, რომ მათ სოფელში სამუშაოები არ დაწყებულა.
ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის განვითარების სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, სამუშაოები არ დაწყებულა ბორითში, გოლათუბანში, ლაშეში, ზარანში, სხლითში, ნადაბურში, გოლისში, წაქვაში, თეთრაწყაროში, საღანძილეში. მერიის ამ სამსახურის სპეციალისტის ბადრი შველიძის განმარტებით, „ერთმა ინდმეწარმემ რამდენიმე პროექტი უნდა განახორციელოს. მეწარმეებს სამუშაოები დაწყებული აქვთ, მაგრამ ყველგან ერთდროულად ვერ იმუშავებენ. მთავარია, ვადებში უნდა ჩაეტიონ“.
გთავაზობთ პროექტების შესახებ ინფორმაციას:
- ბაზალეთში გარე განათების მოწყობა – 16 575 ლარი, (8 ივნისი – 30 აგვისტო), „შპს თენაბა – 2015“ (დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე);
- ღარიხევის ჭილოფისა და ბრუისის უბნებში გარე განათების მოწყობა – 9 750 ლარი, (11 ივნისი – 30 აგვისტო), შპს „თენაბა – 2015“;
- ქროლში გარე განათების მოწყობა – 9 750 ლარი (8 ივნისი -30 აგვისტო), შპს “თენაბა – 2015“;
- წიფში სასოფლო გზის შეკეთება – 4875 ლარი (25 მაისი – 10 აგვისტო;,) ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- წიფში, სასაფლაოს უბანში, გარე განათების მოწყობა – 4 875 ლარი (11 ივნისი- 30 აგვისტო;), შპს „თენაბა – 2015“ (ნიკოლოზ მღვდელაძე);
- ბორითში გზის შეკეთება (ფაბრიკისა და ჯამეების უბანი) – 5 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- ბორითში გარე განათების მოწყობა (ფაბრიკის უბანი) – 4 389 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო) ი/მ „გაგა სებისკვერაძე“;
- ბორითში გზის შეკეთება-მობეტონება – 6 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- საქასრიაში (მევლუდი წიქარიშვილის უბანი) გზის მობეტონება – 6 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- საქასრიაში (კურტანიძეების უბანი) გზის შეკეთება და სანიაღვრეს მოწყობა – 2922 ლარი, (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „გაგა სებისკვერაძე“;
- საქასრია ში გარე განათების მოწყობა – 3 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- მაქათუბანში (წიქარიშვილის უბანი) სანიაღვრეს მოწყობა – 4 840 ლარი, (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „გრიგოლ წიქარიშვილი“;
- მაქათუბანში (ბლუაშვილებისა და ცხოვრებაძეების უბანი) გზის შეკეთება და წყალგამტარი არხის მოწყობა – 1946,78 ლარი, (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „გრიგოლ წიქარიშვილი“;
- მაქათუბანში (ტალახაძეების უბანი) გზის შეკეთება – 4 865,20 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „გრიგოლ წიქარიშვილი“;
- უბისაში (სახვაძეების უბანი) გზის მობეტონება – 4 872 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „გაგა სებისკვერაძე“;
- უბისაში (სერის უბანი) გზის შეკეთება – 4 848 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „გრიგოლ წიქარიშვილი“;
- უბისაში (ძინძიბოურისა და გაჩეჩილაძეების უბანი) – წყლის ავზისა და მილების შეძენა – 3 ათ. ლარი;
- ერეთა – საუბნო გზის შეკეთება (გაწმენდა) – 8 ათ. ლარი (ხელშეკრულება გაფორმებული არ არის);
- ერეთა – 2 ცალი ერთ ტონიანი ავზის შესყიდვა – 2 ათ. ლარი;
- ვაშლევში (გაღმა და გამოღმა უბნები) საუბნო გზის შეკეთება – 6 825 ლარი (16 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ალექსანდრე მეტრეველი“;
- ვაშლევში გარე განათების მოწყობა – 4874 ლარი (16 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ალექსანდრე მეტრეველი“;
- კვესრევში გზის შეკეთება-მოხრეშვა – 19 500 ლარი (16 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ალექსანდრე მეტრეველი“;
- ამაშუკეთში გზის მონაკვეთის მობეტონება – 9 741 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „გაგა სებისკვერაძე“;
- ციხისძირში გზის მონაკვეთის მობეტონება – 10 ათ. ლარი (ხელშეკრულება გაფორმებული არ არის);
- ვარძიაში ჭაბურღილის მოწყობა (დასრულება) – 16 ათ. ლარი, (ხელშეკრულება არ არის გაფორმებული);
- ვახანის ციხესთან მისასვლელი გზის შეკეთება – 2 920, 92 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვეფხვია ღონღაძე“;
- ვახანში (ცხადაძეების უბანი) გზის შეკეთება-მობეტონება – 4 874 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვეფხვია ღონღაძე“;
- ვახანში (ინასარიძეების უბანი) წყლის სისტემის მოწყობა – 3410 ლარი (4 ივნისი – 30 ივლისი), ი/მ „დავით ინასარიძე“;
- ვახანში წყლის მილების შესყიდვა – 2 ათ. ლარი (4 ივნისი – 30 ივლისი);
- სერბაისში გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ბარიერის მოწყობა – 2 ათ. ლარი (პროექტი გაუქმებულია);
- სერბაისში სანიაღვრე არხზე თავსახურის მოწყობა – 7 797 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვეფხვია ღონღაძე“;
- სერბაისში წყლის სისტემის მოწყობა – 1948 ლარი, (31 მაისი – 30 ივლისი), ი/მ „არჩილ ფერაძე“;
- ზედუბანში ჭაბურღილის მოწყობა (დასრულება) – 20 ათ. ლარი (ხელშეკრულება გაფორმებული არ არის);
- ზვარეში (ჭენჭეხის უბანი) გზის შეკეთება-მოხრეშვა – 17 547 ლარი (20 მაისი – 30 ივლისი), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- ჩრდილში წყლის სისტემის მოწყობა – 5 847 ლარი, (20 მაისი – 30 ივლისი), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- ჩრდილში გარე განათების მოწყობა – 5 137 ლარი, (28 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- ნუნისში (დალალიშვილების უბანი და ლუტიძის ჩიხი) გზის რეაბილიტაცია – 15 595 ლარი, (20 მაისი – 30 ივლისი), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- კიცხში წყლის სისტემის მოწყობა – 26 603 ლარი, (2 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ერეკლე გამრეკელაშვილი“;
- კიცხში სკვერის რეაბილიტაცია – 4 593 ლარი (2 ივნისი – 30 ივნისი), ი/მ „თამაზი შავიძე“;
- ბორში ეკლესიამდე მისასვლელი გზის შეკეთება – 11 698 ლარი, (2 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ერეკლე გამრეკელაშვილი“;
- კიცხის იგორეთში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის შეკეთება – 9 742 ლარი (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ერეკლე გამრეკელაშვილი“;
- საქარიქედში გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება – 19 494 ლარი (2 ივნისი – 30 ივლისი), ი/მ „თამაზი შავიძე“;
- თეთრაწყარო – წყლის სისტემის მოსაწყობად მასალების შესყიდვა – 4 ათ. ლარი (პროექტი გაუქმებულია);
- თეთრაწყაროში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა – 12 748 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- თეთრაწყაროში (ვეფხვაძეების უბანი) წისქვილის რეაბილიტაცია – 1000 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო) ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- თეთრაწყაროში სკვერის მოწყობა – 4 975 ლარი (14 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- თეთრაწყაროში ხიდ-ბოგირის მოწყობა – 1 000 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- თეთრაწყაროში მოსაცდელის მოწყობა – 1000 ლარი (პროექტი გაუქმებულია);
- თეთრაწყაროში გარე განათების მოსაწყობა (პროექტი გაუქმებულია);
- ლეღვანში (ჭილნარისა და ჩიხნარის უბნებში) გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება (დახრეშვა) – 17 545 ლარი (14 ივნისი – 20 სექტემბერი), ი/მ „დავით შარიქაძე“;
- ლეღვანი – წყლის მილების შესყიდვა 3 ათ. ლარი;
- მარელისში წყლის წისქვილის შენობის რეაბილიტაცია – 7 349 ლარი (14 ივნისი – 20 სექტემბერი), ი/მ „გიორგი მასხარაშვილი“;
- მარელისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 4 347 ლარი (14 ივნისი – 20 სექტემბერი), ი/მ „გიორგი მასხარაშვილი“;
- დიდვაკეში სკვერის მოსაწყობად ატრაქციონების შესყიდვა – 10 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- პატარა სახვლარში გზის შეკეთება – 7 799 ლარი (14 ივნისი – 20 სექტემბერი), ი/მ „დავით შარიქაძე“;
- პატარა სახვლარი – წყლის მილების შეძენა – 2 ათ. ლარი;
- ლაშეში (კიკალიშვილების, მანჯავიძეებისა და შავიძის უბნები) საუბნო გზის შეკეთება (დახრეშვა) – 17 542 ლარი (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დავით ხარაძე“;
- ღვერკში საუბნო გზის შეკეთება (დახრეშვა) – 9 748 ლარი, (27 მაისი – 20 ივლისი), ი/მ „მერაბი მიქელაძე“;
- უჩამეთში საუბნო გზის შეკეთება (დახრეშვა) – 9732 ლარი, (7 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დავით ხარაძე“ ;
- ხემაღალში სასაფლაოებთან მისასვლელი გზის შეკეთება-მობეტონება – 6 822 ლარი, (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დავით ხარაძე“;
- ხემაღალში კვინიკაძეების უბნის გზის შეკეთება-მოხრეშვა – 2 913 ლარი (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დავით ხარაძე“;
- ლაშის იგორეთში (ილმის სერის უბანი) – გზის შეკეთება-მოხრეშვა – 9 736 ლარი, (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დავით ხარაძე“;
- მოლითში (წისქვილისა და ცუცქირიძეების უბნებში) გზის შეკეთება – 3 745 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- მოლითში წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 7 696 ლარი (28 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- მოლითი – წყლის მილების შესყიდვა 1 500 ლარი;
- დეისში (ეკლესიის უბანი) გარე განათების მოწყობა – 5458 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ზურაბ ტაბატაძე“;
- დეისი – წყლის მილების შეძენა – 1 500 ლარი;
- ბეჟათუბანში გზის შეკეთება – 6 427 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- ბეჟათუბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 2436 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- ბეჟათუბანი – წყლის მილების შესყიდვა 1 500 ლარი;
- ჭარტალში (ჭანკოტაძეებისა და ყიფიანების უბანი) გზის შეკეთება – 2 112 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ზურაბ ტაბატაძე“;
- ჭარტალში წყლის სისტემის მოწყობა – 4 662 ლარი; (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ზურაბ ტაბატაძე“;
- ჭარტალი – გზის ნაპირზე მოცურების საწინააღმდეგო ბარიერის მოწყობა – 2 959 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ზურაბ ტაბატაძე“;
- ნებოძირში გარე განათების მოწყობა – 9 880 ლარი, ი/მ „მერაბი ჭყოიძე“ (21 მაისი – 30 ივლისი);
- ნებოძირი – წყლის მილების შესყიდვა – 2 ათ. ლარი;
- ქვებში საუბნო გზის შეკეთება-მოხრეშვა (სკოლის უბანი, ბასილაბიჭების უბანი ახალი სასაფლაოს გზა) – 11 693 ათ. ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო, ი/მ „ზურაბ ტაბატაძე“;
- ქვები – გარე განათების მოწყობა (ქვედა ქვები) – 5 842 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ზურაბ ტაბატაძე“;
- ბაბში საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვა – 8 671 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- ბაბი – წყლის მილების შეძენა 2 ათ. ლარი;
- ანიულაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 8 876 ლარი, (21 მაისი – 30 ივლისი), ი/მ „მერაბი ჭყოიძე“;
- ნადაბური – გარე განათების მოწყობა – 11 700 ლარი, (20 მაისი – 30 ივლისი), ი/მ „მიხეილ გელაშვილი“;
- გოლისში გზის რეაბილიტაცია (ბეტონი) – 9 750 ლარი ი/მ „მიხეილ გელაშვილი“ (20 მაისი – 30 ივლისი);
- სარგვეში გარე განათების მოწყობა – 16 575 ლარი, (3 ივნისი – 10 აგვისტო) შპს „თენაბა-2015“ (დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე);
- ხორითში საუბნო გზის შეკეთება (ხრეში) – 14 625 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „თამაზ გაჩეჩილაძე“;
- საბე – გარე განათების მოწყობა – 9 750 ლარი, (3 ივნისი – 10 აგვისტო), „შპს თენაბა-2015“;
- მირონწმინდაში გარე განათების მოწყობა – 9750 ლარი (3 ივნისი – 10 აგვისტო), შპს „თენაბა-2015“;
- საღანძილეში გზის მონაკვეთის მობეტონება (ბაკურაძეებისა და ჭანკოტაძეების უბანი) – 9749 ლარი (11 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ნიკა ოსანაძე“;
- საღანძილე – გზის შეკეთება – 8 ათ. ლარი (11 ივლისი – 10 აგვისტო) ი/მ ნიკა ოსანაძე;
- ზარანში გზის მონაკვეთის მობეტონება – 8128 ლარი, (11 ივლისი – 10 აგვისტო), ი/მ „ნიკა ოსანაძე“
- ზარანში წისქვილის შეკეთება – 1 529 ლარი, (11 ივლისი – 10 აგვისტო), ი/მ „ნიკა ოსანაძე“;
- ზარანში გარე განათების მოწყობა (გაგრძელება) – 4954 ლარი, (11 ივნისი – 10 აგვისტო) ი/მ „ნიკა ოსანაძე“;
- ჯაფაროულში წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 3 903 ლარი, (20 მაისი – 30 ივნისი), ი/მ „ნიკა ოსანაძე“;
- ჯაფაროულში გზის შეკეთება – 9 740 ლარი, (20 მაისი – 30 ივნისი), ი/მ „ნიკა ოსანაძე“;
- სხლითში გზის შეკეთება-მოხრეშვა (კაციტაძეებისა და ტოროშელიძეების უბანში) – 7 784 ლარი; (25 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- სხლითში ხიდის შეკეთება (კაციტაძეების უბანი) – 781 ლარი, (25 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- სხლითში გზის გაწმენდა-გასწორხაზოვნება (სასაფლაოსთან მისასვლელი) – 5 884,41 ლარი, (25 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ვიტალი ლურსმანაშვილი“;
- ჩხერში გზის შეკეთება-მოხრეშვა – 8 875 ლარი, (20 მაისი – 30 ივნისი), ი/მ „ნიკა ოსანაძე“;
- ჩხერში ხიდის შეკეთება (მესხიშვილებისა და ცხოვრებაძეების უბანში) – 5 743 ლარი, (20 მაისი – 30 ივნისი), ი/მ „ნიკა ოსანაძე“;
- ვანში (ეკლესიისა და ტაბატაძეების უბანი) გზის შეკეთება – 974 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო) შპს „თენაბა-2015“ (დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე);
- ვანში გზის მონაკვეთის მობეტონება (კალათოურის უბანი) – 8 773 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), „შპს თენაბა-2015“;
- ფარცხნალში საუბნო გზების (ბარის, ნატოს სასახლის და შარიქაძეების უბნის გზების) შეკეთება – 6825 ლარი (11 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დათუნა კიკნაველიძე“;
- ფარცხნალში ველეთისა და შარიქაძეების უბნის ხიდ-ბოგირებზე მოაჯირების მოწყობა – 895 ლარი (11 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დათუნა კიკნაველიძე“;
- ფარცხნალში სანიაღვრე არხის მოწყობა – 2 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- ფარცხნალში წყლის მილების შესყიდვა – 1 000 ლარი;
- ფარცხნალში ამბულატორიის შემოღობვა – 1 000 ლარი (პროექტი გაუქმებულია);
- ახალსოფელში ბოღოღიანებისა და ვაკის საუბნო გზის შეკეთება – 8 8 25 ლარი, (16 ივნისი – 20 აგვისტო), ი/მ „შალვა თაბუკაშვილი“;
- ახალსოფელში გარე განათების მოწყობა – 2 ათ. ლარი (პროექტი გაუქმებულია);
- ახალსოფელში წყლის მილების შესყიდვა – 1 000 ლარი;
- ღუდუმექეთში მეიფარიანებისა და სვანიძეების უბნის გზების შეკეთება – 8287 ლარი (11 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „დათუნა კიკნაველიძე“;
- ღუდუმექეთში წყლის მილების შესყიდვა – 1500 ლარი;
- ისლარში ხიდის შეკეთება – 3 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- ისლარში საცალფეხო ხიდბოგირის მოწყობა – 2 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- ისლარში სანიაღვრე არხის მოწყობა – 2 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- ისლარში წყლის ავზის მონტაჟი – 2 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ გაფორმებულა);
- ისლარში წყლის მილების შესყიდვა – 1000 ლარი;
- ხიდარში საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვა (შარიქაძეების, მასხარაშვილების, აბანოს, გურგენიძეების, ხეცაძეების და გელაშვილების უბნებში) – 19 493 ლარი, (1 ივნისი – 30 ივნისი), ი/მ „პეტრე ავალიშვილი“ ;
- წყალაფორეთში წყლის სისტემის მოწყობა (ჭაბურღილი) – 21 ათ. ლარი (ხელშეკრულება გაფორმებული არ არის);
- წყალაფორეთში წყლის ავზის შესყიდვა – 3 ათ. ლარი;
- ხონში საუბნო გზის შეკეთება (ხრეში) – 9 743 ლარი, (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ერეკლე გამრეკელაშვილი“;
- ლახუნდარაში ჭაბურღილის გაკეთება (გაბურღვა) – 24 ათ. ლარი (ხელშეკრულება არ არის გაფორმებული);
- პატარა ვარძიაში ჭაბურღილის გაკეთება (გაბურღვა) – 20 ათ. ლარი (ხელშეკრულება გაფორმებული არ არის);
- ჩალხაეთში გზის ნაპირსამაგრის მოწყობა – 2 282 ლარი, (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ერეკლე გამრეკელაშვილი“;
- ჩალხაეთში ხიდბოგირის შეკეთება – 2804 ლარი, (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ერეკლე გამრეკელაშვილი“;
- ჩალხაეთში სკვერის შემოღობვა – 1 043 ლარი, (4 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ერეკლე გამრეკელაშვილი“;
- წიფაში წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 3 390 ლარი, (7 ივნისი – 20 ივლისი), ი/მ „მანა ქოქაშვილი“;
- წიფაში წყლის მილებისა და ავზის შესყიდვა – 3 ათ. ლარი;
- გოლათუბანში გარე განათების მოწყობა – 4 733 ლარი, (28 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ავთანდილ მჭედლიძე“;
- გოლათუბანში, სხევარას უბანში, წყლის სისტემის ნაწილობრივი რეაბილიტაცია – 4 875 ლარი, (8 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „ჯამბულ ჩიტაძე“;
- გუდათუბანში წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა – 2 925 ლარი, (2 ივნისი – 15 ივლისი, ი/მ „ლევან ღამბაშიძე“;
- გუდათუბანში გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება – 6 825 ლარი, (2 ივნისი – 15 ივლისი), ი/მ „ლევან ღამბაშიძე“;
- ფონაში (ჭის და წყაროს უბანში) წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 9 750 ლარი, (7 ივნისი – 20 სექტემბერი), ი/მ „პაატა ნოზაძე“;
- ღორეშაში (I და III უბანში) – არსებული წყლის ავზისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია – 14 230 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „თამაზ გაჩეჩილაძე“;
- ღორეშაში საუბნო გზის შეკეთება – 11 110 ლარი, (21 მაისი -10 აგვისტო), ი/მ „თამაზ გაჩეჩილაძე“;
- ღორეშაში წყლის მილების შესყიდვა – 2 ათ. ლარი (პროექტი გაუქმებულია);
- ხუნევში გარე განათების მოწყობა- 6 825 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ზვიადი ლომიძე“;
- ხუნევში გზის შეკეთება და სანიაღვრე არხების მოწყობა (გუბათისა და კოშკის უბანი) – 5 ათ. ლარი (პროექტი გაუქმებულია);
- ხუნევში ეკლესიისა და გუბათის საუბნო გზების შეკეთება – 8 775 ლარი (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ზვიადი ლომიძე“;
- გედსამანიაში გზის შეკეთება (ჩადუნელებისა და რიკაძეების უბანში) – 8775 ლარი, (3 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „იური ჩადუნელი“;
- გედსამანიაში ხიდბოგირის მოწყობა – 2 925 ლარი, (3 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „იური ჩადუნელი“;
- გედსამანიაში გარე განათების მოწყობა – 3 900 ლარი, (3 ივნისი – 10 აგვისტო), ი/მ „იური ჩადუნელი“;
- ვერტყვიჭალაში გარე განათების მოწყობა – 4 875 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „გიორგი ლომიძე“;
- ვერტყვიჭალაში სანიაღვრე არხის მოწყობა – 2 925 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „გიორგი ლომიძე“;
- ვერტყვიჭალაში გოგოლაძეების უბნის გზის მონაკვეთის მობეტონება – 7 800 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „გიორგი ლომიძე“;
- ბჟინევში ხიდბოგირის მოწყობა – 2925 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „გიორგი ლომიძე“;
- ბჟინევში გზის შეკეთება-გასწორხაზოვნება – 2 925 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „გიორგი ლომიძე“;
- ბჟინევში ხიდის შეკეთება – 3 900 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „გიორგი ლომიძე“;
- ვერტყვილა ში გარე განათების მოწყობა (რამდენიმე უბანში) – 3 900 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ზვიადი ლომიძე“;
- ვერტყვილაში, ზვიადი ლომიძის სახლთან საყრდენი კედლის მოწყობა – 3 900 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ზვიადი ლომიძე“;
- ვერტყვილაში სანიაღვრე არხის მოწყობა (კვირიასოულის უბანი) – 1950 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ზვიადი ლომიძე“;
- ვერტყვილაში საუბნო წყალსადენის რეაბილიტაცია – 6 825 ლარი, (3 ივნისი – 30 აგვისტო), ი/მ „ზვიადი ლომიძე“;
- ხევი – საუბნო გზის შეკეთება (ხრეში) – 11 699, 61 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ლევანი ლევიძე“;
- წაქვა – წყლის სისტემის მოწყობა – 9 742.16 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ლევანი ლევიძე“;
- წაქვა – სანიაღვრე არხის გაწმენდა – 922, 41 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ლევანი ლევიძე“;
- გრიგალათში გარე განათების მოწყობა (გაგრძელება) – 7 769 ლარი, (21 მაისი – 10 აგვიტო), შპს „თენაბა-2015“ (დირექტორი ნიკოლოზ მღვდელაძე);
- გრიგალათი – გზაზე სანიაღვრე არხის (ცხაურის) მოწყობა – 3 896 ლარი, (1 ივნისი – 30 ივნისი), ი/მ „ბესიკ ლურსმანაშვილი“;
- ციცქიური – გზის შეკეთება 9 749,57 ლარი, (21 მაისი – 10 აგვისტო), ი/მ „ლევანი ლევიძე“.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.