
გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ნუსხას.
ეს ინფორმაცია შესაბამისი სამსახურებიდან მოვიპოვეთ.
„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“ გეგმავს:
28-30 ივნისი – მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში – ჩატარდება ხარაგაულში;
28-29 ივნისი – ნატალია ოთხმეზურის სახელობის გოგონათა კემპი ზუგდიდში;
5-12 ივლისი – მინიფეხბურთი უბნებს შორის – ჩატარდება ხარაგაულში;
14 ივლისი – მუნიციპალიტეტის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში მოსწავლეთა შორის – გაიმართება ხარაგაულში;
9-16 აგვისტო – ნოდარ ახალკაცის სახელობის თასი ფეხბურთში – გაიმართება ხარაგაულში;
29 აგვისტო – ქართული ჭიდაობა ვახანში.
შიდა ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილია:
29 ივნისი – „იღბლიანი ანკესი“ (მოყვარულთა შეჯიბრი თევზაობაში) – გაიმართება ლეღვანში;
30 ივნისი – ლაშქრობა სოფელ ნუნისში;
6 ივლისი – ლაშქრობა ქუცუმას მთაზე;
12-13 ივლისი – ქვიშის ფრენბურთი (დევების ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე);
20-22 ივლისი – ლაშქრობა მაისუროვის ბაღში;
29 ივლისი – ლაშქრობა სოფელ ვარძიაში;
3-15 აგვისტო -კარვების ბანაკი სოფელ ლეღვანში;
23-26 აგვისტო – ლაშქრობა მდინარე საკრაულაზე.
ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი გეგმავს საგალობლების საღამოს ღომეეთის ეკლესიის ეზოში – 8 ივლისი, 12 სთ.
ხარაგაულის სამუსიკო სკოლა 14 ივლისს გეგმავს კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური გეგმავს:
2 ივლისი, 13 სთ. – „მხიარული სტარტები“;
9 ივლისი, 17 სთ. – კონცერტი სამუსიკო სკოლაში;
აგვისტო – პროექტი „კინო ღია ცის ქვეშ“ (ღია ესტრადაზე);
12 აგვისტო, 17 სთ. – ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა კულტურისა და დასვენების პარკში;
20 აგვისტო, 11 სთ. – სპორტინგი სოფ. საქარიქედზე;
29 აგვისტო, 10 სთ. – სახალხო დღესასწაული სოფ. ვახანში.
ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი გეგმავს:
1 ივლისი, 17 სთ. – ქუთაისში „იმერეთის თეატრალური ფესტივალის“ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი;
2 ივლისი, 11 სთ. – ისტორიული მუზეუმი – „მოხატული კერამიკა“;
5 ივლისი, 11 სთ. – ისტორიულ მუზეუმში – „ჩვენ ვხატავთ ანიმაციას“;
6 ივლისი, 14 სთ. – თოჯინების თეატრი (რეჟ. ირინე ჩხეიძე) სოფ. ვერტყვიჭალაში გამართავს სპექტაკლს „სამი გოჭის ზღაპარი“;
7 ივლისი, 14 სთ. – ანსამბლი „უბისი“ მონაწილეობას მიიღებს ქობულეთში გამართულ ფესტივალში;
13 ივლისი, 14 სთ. – თოჯინების თეატრი (რეჟ. ირინე ჩხეიძე) სოფ. ბორითში გამართავს სპექტაკლს „სამი გოჭის ზღაპარი“;
14 ივლისი, 11 სთ. – ისტორიული მუზეუმი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის გამართავს შემდეგ ღონისძიებებს: „პატარა არქეოლოგები“, „მოხალისე რესტავრატორები“;
20 ივლისი, 13 სთ. – თოჯინების თეატრი (რეჟ. ირინე ჩხეიძე) სოფ. ნადაბურში გამართავს სპექტაკლს „სამი გოჭის ზღაპარი“;
20 ივლისი, 13 სთ – ნადაბურის სასოფლო ბიბლიოთეკაში ჩატარდება ვაჟა-ფშაველას 160 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება;
27 ივლისი,14 სთ. – რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრი (რეჟ. იზა ვეფხვაძე) გამართავს ფილმის „გალაკტიონის ნატერფალები“ პრეზენტაციას (კინოთეატრში);
3 აგვისტო, 11 სთ. – ისტორიულ მუზეუმში გაიმართება ღონისძიება „მოხატული კერამიკა“;
10 აგვისტო, 11 სთ. ისტორიული მუზეუმი სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის გამართავს შემდეგ ღონისძიებებს: „პატარა არქეოლოგები“, „მოხალისე რესტავრატორები“;
17 აგვისტო, 18 სთ. – ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრი (რეჟ. ირინე ჩხეიძე) გამართავს სპექტაკლს „იმერული რეკვიემი“;
30 აგვისტო, 17 სთ. – რ. თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრი (რეჟ. იზა ვეფხვაძე) გამართავს სპექტაკლს „ქართული ცეკვის რაინდი“, რომელიც ეძღვნება სუხიშვილების „ოქროს ხანის“ მოცეკვავეს თენგიზ ურთმელიძეს (კინოთეატრი);
31 აგვისტო, 15 სთ. – ცენტრალური ბიბლიოთეკა პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში გამართავს ღონისძიებას.
მთავარ ფოტოზე – მიზანში სროლა მოყვარულთა შორის – დაჯილდოება (23 ივნისი, 2021 წ.).
მოძველებული, ამორტიზებული და გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა
რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე
„სკოლა ცერემონიების გარეშე დაიწყო. არანაირი ზეიმი და არაფერი. მივედი, დავტოვე
პარტიამ „ქართული ოცნება“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის