15 ივნისს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სპექტაკლის „იმერული რექვიემი“ პრემიერას ამ პიესის ავტორი რეზო კლდიაშვილი დაესწრო.
სპექტაკლი ფსიქიატრიული საავადმყოფოს – წინწკილას ბინადრების ცხოვრებას ასახავს. ისინი წინწკილას დასაბრუნებლად იბრძვიან და ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ყოფას ოსტატურად გვახსენებენ.
პრემიერის შემდეგ მწერალმა რეზო კლდიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პიესა ანშლაგით იდგმება ახმეტელის თეატრში და ეს სპექტაკლი სხვა თეატრის სცენაზე ვერ წარმოედგინა.
„შოკში ვარ. სპექტაკლის ფინალმა შემძრა, როგორი პატრიოტული სულისკვეთებით მთავრდება. ცრემლები წამომივიდა, – აღნიშნა რეზო კლდიაშვილმა, – როგორი დასი გყავთ, როგორი მსახიობები. ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდით. ძალიან მომენატრებით. ვიცი, რომ ჩემი მშობლიური ქუთაისის საზოგადოება ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს დიდი ინტერესით ელოდება“.
სპეტაკლის პრემიერას ფესტივალ „თეატრალური იმერეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან როხვაძე დაესწრო. მან წარმატებები უსურვა ხარაგაულის სახალხო თეატრს და აღნიშნა, რომ ეს თეატრი ტოლს არ უდებს სახელმწიფო თეატრებს რეჟისორული და საშემსრულებლო ოსტატობით. მან ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ თეატრი არა მარტო ერთი სპექტაკლისთვის, არამედ მუდმივად დააფინანსონ.
ხარაგაულის სახალხო თეატრს შემდგომი წარმატებები უსურვა ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, ხოლო მსახიობმა ნიკო წიკლაურმა ექსპრომტად დაწერილი ლექსი მიუძღვნა.
„იმერული რექვიემი“ ხარაგაულის კინოთეატრში 18 ივნისს, 17:00 საათზე განმეორებით გაიმართება. ქუთაისში, იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე, ამ სპექტაკლით ხარაგაულის სახალხო თეატრი 19 ივნისს 18:00 საათზე წარსდგება.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.