

ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები მოსახლეობაში C ჰეპატიტზე, შიდსსა და ტუბერკულიოზზე ინტეგრირებულ კვლევებს ატარებენ.
ეს პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო და თავდაპირველად მასში ოჯახის ექიმები ჩაერთვნენ. კვლევა სისხლის უფასო გამოკვლევას გულისხმობს. კეთდება ამ დაავადებებზე სწრაფი ტესტი. დადებითი პასუხის შემთხვევაში პირს აქვს შესაძლებლობა, უფასო მკურნალობის პროგრამაში ჩაერთოს.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან ტესტირების მოდულში სამი თანამშრომელი მონაწილეობს – ექიმი ნინო ღამბაშიძე, ექთნები მზია შარიქაძე და ქეთევან თავზარაშვილი.
ექიმი ნინო ღამბაშიძე ამბობს, რომ ეს პროგრამა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პანდემიის გამო გახანგრძლივდა.
„ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ინტეგრირებული გამოკვლევები აპრილიდან დავიწყეთ. ტესტირება ჩაუტარდათ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა სკოლისა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს; მერიაში, საკრებულოსა და სხვადასხვა სამსახურებში დასაქმებულ პირებს.
აპრილიდან დღემდე სულ 638 პირი გავტესტეთ. C ჰეპატიტზე დადებითი შედეგი მხოლოდ ერთ ხარაგაულელს დაუფიქსირდა.
პროგრამის დასრულების შემდეგ აღნიშნული კვლევა და C ჰეპატიტის მკურნალობა ფასიანი იქნება“, – ამბობს ნინო ღამბაშიძე.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი