

ბოლო 48 საათში ხარაგაულში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები მოლითში, ლახუნდარასა და ზვარეში ცხოვრობენ და მათი ინფიცირების წყარო უცნობია.
ხარაგაულში პირველი დაფიქსირებიდან დღემდე კორონავირუსის 674 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 621 გამოჯანმრთელდა, 15 გარდაიცვალა. დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 25 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 39 ინფიცირებულიდან 2 სტაციონარში მკურნალობს, ხოლო დანარჩენი სახლში – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 16 და 17 ივნისს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღების თანამშრომლები კორონავირუსზე გაიტესტებიან. ვინაიდან საგაკვეთილო პროცესი მთავრდება, სკოლის პედაგოგების ტესტირება ამ ეტაპზე აღარ იგეგმება.
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი