

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ინიციატივით დღეს, 4 ივნისს, ხარაგაულის სპორტსკოლის ეზოში ხატვის კონკურსი ჩატარდა.
მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების 28 მოსწავლე მონაწილეობდა.
ხატვის კონკურსში ჩაერთვნენ ხარაგაულის #2, ბაზალეთის, ბორის, ლეღვანის, ვარძიის, ხუნევის, მოლითის, ზვარის, მარელისის, წიფის, ლაშეს, კიცხის, ღორეშის, ვერტყვიჭალისა და ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები.
მონაწილეებს შეეძლოთ აერჩიათ ორი თემიდან ერთ-ერთი – 1 ივნისი – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ან 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ხატვის კონკურსის გამარჯვებულები მომავალი კვირის ოთხშაბათს, 9 ივნისისთვის, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან.
ლიკა ხიჯაკაძე
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის