ხარაგაულში, ლაშის სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლე ანი ჭანკვეტაძემ წერილის წერის 50-ე საერთაშორისო კონკურსში – „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიმარჯვა.

„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, წელს მერვედ გაიმართა.

ამ კონკურსის პირველი ადგილის მფლობელ ანი ჭანკვეტაძის ნამუშევარი „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ გაიგზავნება და საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.

„არ მეგონა, თუ პირველ ადგილზე გავიდოდი, – ამბობს ანი ჭანკვეტაძე, – ჩემი წერილი მივუძღვენი მამას, რომელიც ახლა ჩემთან არ არის. წერილში აღვწერ, თუ როგორ ვუმკლავდებით პანდემიას“.

„იმდენად მგრძნობიარეა ამ კონკურსში წარმოდგენილი წერილები, რომ ცრემლის გარეშე კითხვა შეუძლებელია, – ამბობს შპს „საქართველოს ფოსტას“ დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, – პირველ ადგილზე გასული წერილი ავტომატურად ჩაერთვება მსოფლიო კონკურსში, რომლის დასკვნითი ღონისძიებაც გაიმართება ფოსტის დღეს – 9 ოქტომბერს – შვეიცარიის ქალაქ ბერნში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ შტაბ-ბინაში.

ქეთევან დუმბაძე, ჟიურის წევრი – ძალიან ძნელი იყო შერჩევა, რადგან 500-ზე მეტი წერილი იყო შემოსული. ბოლოს, 90-დან აი, ეს სამი წერილი ამოვარჩიეთ. ამ კონკურსის მონაწილე ბავშვებს ვურჩევ, რომ წერა გააგრძელონ“.

„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა და წელს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ვულოცავთ ანი ჭანკვეტაძეს ამ დიდ გამარჯვებას და მომავალშიც მრავალ წარმატებას ვუსურვებთ.