

დღეს, 27 მაისს, საქართველოს სკოლებში პირველკლასელებისთვის სასწავლო წელი დასრულდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში პირველ კლასში სწავლა 177-მა მოსწავლემ დაამთავრა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის სკოლებში სწავლა 2020 წლის 15 სექტემბერს 170 პირველკლასელმა დაიწყო, სასწავლო წლის განმავლობაში სასწავლებლად მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქებიდან გადმოვიდნენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო ანბანთან დამშვიდობების აღსანიშნავი ღონისძიებები, უმეტესად, საკლასო ოთახებში გაიმართა.
მოსწავლეები მასწავლებლებს დაჰპირდნენ, რომ საზაფხულო არდაგეგებზე ბევრ საინტერესო წიგნს წაიკითხავენ.
2020-2021 სასწავლო წელი ყველა დანარჩენი კლასებისთვის 15 ივნისს დამთავრდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის