

ვახანში დოღის გამართვის ინიციატორის, ლაშა ღონღაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, დოღით დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ტრადიციად დამკვიდრდა და წელს ის მეოთხედ გაიმართა.
ამჯერად დოღში 24 მხედარი მონაწილეობდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან. ვახანში მხედრები მივიდნენ ღორეშიდან, წიფიდან, მარელისიდან, დიდვაკიდან, საღანძილიდან, ნებოძირიდან, ზვარიდან, ჩრდილიდან, სხლითიდან და ბაზალეთიდან.
პირველ ადგილზე გასული მხედარი დოღის ორგანიზატორმა ლაშა ღონღაძემ ცხვარით დააჯილდოვა, ნოდარი მეგრელიშვილმა კი – ლაგამი გადასცა.
საპრიზო ადგილების მფლობელები მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა. სიმბოლური საჩუქრები მიიღეს დოღის ყველაზე პატარა მონაწილე ამირან ცუცქირიძემ და ყველაზე პატარა მაყურებელმა დათო კოპაძემ.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის