

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი კიცხში ცხოვრობდა და ბინაზე მკურნალობდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 90 წლამდე ასაკის მამაკაცს თანმხლები დაავადებები აწუხებდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა ვერ მოხერხდა.
ბოლო 24 საათში ხარაგაულში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულები დაბა ხარაგაულში, ჩხერში, კიცხსა და თეთრაწყაროში ცხოვრობენ. ისინი ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდნენ.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველი დადასტურებიდან დღემდე სულ 662 პირი დაინფიცირდა. მათგან 604 გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში 65 პირი იმყოფება.
43 ინფიცირებულიდან ამჟამად საავადმყოფოში 6 პირი მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე – ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
კორონავირუსზე ხარაგაულისა და ბორითის საავადმყოფოების, ასევე ხარაგაულში მოქმედი საბავშვო ბაღების თანამშრომელთა PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის