

სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ნაცვლად ხარაგაულის მერიაში ამავე სახელწოდების სამსახური შეიქმნება.
დღემდე სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის შემადგენლობაში შედის.
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოპოვებული ინფორმაციით, შესყიდვები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ეს განყოფილება დიდი დატვირთვით მუშაობს.
„განყოფილებას სამსახურის სტატუსს მივანიჭებთ, შტატებს დავამატებთ, რომ უფრო გამართულად იმუშაონ, – ამბობს კახა გოლუბიანი, – ახალ სამსახურს ექვსი თანამშრომელი ეყოლება. სამსახურის უფროსისა და ორი სპეციალისტის თანამდებობაზე კონკურსს გამოვაცხადებთ, დანარჩენ შტატებზე კი განყოფილებაში დასაქმებული პირები დარჩებიან და მათ კონკურსის გავლა აღარ მოუწევთ. ახალი სამსახურის შექმნის საკითხი დღეს, 17 მაისს, საკრებულოს ბიუროს წარვუდგინეთ“.
ამჟამად სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ზურაბ იჩქიტიძეა.
ხარაგაულის მერიაში ახალი სამსახურის შექმნის საკითხზე საკრებულო 7 ივნისის სხდომაზე იმსჯელებს.
12 ივნისი ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. ბავშვთა შრომის
„ის, რაც საზმაუს ეთერში მოხდა, ერის დიაგნოზია და ვერ დანახვა დანახვამდე
დღეს, 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გასტანს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით საქართველოს
ბოლო პერიოდში ვრცელდება რამდენიმე თაღლითური სქემა, რომელთა მიზანი