

ხარაგაულში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებული მამაკაცი კიცხში ცხოვრობს და ის ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.
17-მა ხარაგაულელმა კორონავირუსი დაამარცხა.
კორონავირუსის პირველი გამოვლენიდან დღემდე ხარაგაულში 642 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 590 გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა. ამჟამად იზოლაციაში 43 პირი იმყოფება.
38 ინფიცირებულიდან 6 სტაციონარში მკურნალობს, დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
დღეს გეგმიური ტესტირება ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიის თანამშრომლებს ჩაუტარდებათ. ორშაბათიდან კი დანარჩენი სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა გეგმიური ტესტირება განახლდება.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის