
მშენებლობაზე დასაქმებულები „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებს“ დაუკავშირდნენ და გაფიცვის ორგანიზებაში დახმარება სთხოვეს.
ეს ინფორმაცია ამ პროფკავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძესგან მოვიპოვეთ. მისი თქმით, რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასების 30%-ით ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.
„მოგეხსენებათ, ინფლაციის ზრდის ფონზე დღეში 28 ლარიანი ანაზღაურება ძალიან მცირეა, – ამბობს ვიტალი გიორგაძე, – დასაქმებულთა მოთხოვნა სამართლიანია. ხალხი ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაშია. დამსაქმებელი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე თავად არ იფიქრებს, თუ არ შევაწუხეთ.
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ წარმომადგენლები დღესვე შეხვდნენ დამსაქმებელს. მათ გვითხრეს, რომ განიხილავენ მოთხოვნებს და ხვალ გვეტყვიან, რისთვის არიან მზად და რისთვის არა“.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დამსაქმებელთან „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო კომპანიასთან“ დაკავშირებას ცდილობს.
ნინო კაპანაძე
თებერვლის ბოლო კვირაში მოსულმა თოვლმა ხარაგაულის
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა
ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ასი ახალი წიგნი შეიძინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
კავკასიის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა