

ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.
ვაგონი ამობრუნებას შემთხვევით გადაურჩა. ამას ხელი გვირაბის კედელმა შეუშალა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „საქართველოს რკინიგზამ“ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა.
კომპანია წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის.
თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა.
ფოტო – არქივიდან
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში,
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეხუთე ეტაპი
სტომატოლოგმა სოფო ფხაკაძემ, ორი წლის წინ, ხარაგაულში სტომატოლოგიური კაბინეტი დახურა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი