

ინფიცირების ახალი შემთხვევები თეთრაწყაროსა და კიცხში გამოვლინდა.
ორივე მათგანის ინფიცირების წყარო ცნობილია – ისინი ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდნენ.
ამით ხარაგაულში ვირუსის პირველად დაფიქსირებიდან დღემდე სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 588-მდე გაიზარდა. მათგან 545 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.
ამჟამად თვითიზოლაციაში 165 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაშია საქასრიის ერთ-ერთი უბანი, სადაც სულ 16 ინფიცირებულია.
30 ინფიცირებულიდან შვიდი საავადმყოფოში მკურნალობს. დანარჩენები ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუნიციპალიტეტში მოქმედი სკოლების თანამშრომელთა გეგმიურ ტესტირებას აგრძელებს. გუშინ 19 აპრილს, გეგმიური ტესტირება დაბა ხარაგაულის, ვარძიის, ხიდრისა და წყალაფორეთის სკოლების თანამშრომლებს ჩაუტარდათ. როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტების პასუხები უარყოფითია.
დღეს, 20 აპრილს, ტესტირება წიფის, ზვარეს, მოლითისა და საღანძილეს სკოლების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ, ხვალ – ძირულას ხეობის სკოლების თანამშრომლებს.
ახლობლების სახელით პირმა ბანკიდან სესხები აიღო და დიდი
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის