

დღეს, 15 აპრილს, – სიყვარულის დღეს, – მოლითის სკოლის დირექტორმა როლანდი ცუცქირიძემ ამავე სკოლის მასწავლებელს, მზია აბულაძეს, ხელი სთხოვა.
მზია აბულაძისა და როლანდი ცუცქირიძის სიყვარულის ისტორია ერთი წლის წინ დაიწყო. როლანდი ახალბედა პედაგოგით მალევე მოიხიბლა და ინიციატივაც მისგან წამოვიდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მზიასაც გაუჩნდა მისდამი გრძნობები.
„ჩემდამი დიდ სითბოს, სიყვარულსა და მზრუნველობას ამჟღავნებდა. მივხვდი, რომ გულგრილი არც მე ვიყავი. დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის. მასწავლებლებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად აღვნიშნეთ სიყვარულის დღე. ემოციებით ვარ აღსავსე“, – ამბობს მზია აბულაძე.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია როლანდი ცუცქირიძესა და მზია აბულაძეს სიყვარულის დღეს ულოცავს და ბედნიერი ოჯახის შექმნას უსურვებს.
„რიკოთის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ფარგლებში, ხაშურის, სურამისა და ცედანის
მესამე თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მთელ საქართველოში,
მთავრობის დადგენილებით – ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია,
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას