

CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინასური მხარდაჭერით აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე: ბუნების სტუმარი
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს, ასაკის მიუხედავად.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა: მიმდინარე წლის 18 მაისი, 18:00 საათი
საუკეთესო სამი ნაშრომი ავსტრიის საელჩოს მიერ დაჯილდოვდება 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს.
ნამუშევრები შეგიძლიათ გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე: vano.gioshvili@cenn.org
დამატებითი შეკითხვებისათვის დაუკავშირდით CENN-ის ფეისბუქ გვერდზე.
კონკურსის თემა შთაგონებულია ცნობილი ავსტრიელი გარემოს დამცველი ხელოვანის, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერის გამონათქვამით – „ბუნებაში შენ სტუმარი ხარ, შესაბამისად მოიქეცი“.
ინიციატივა ცხადდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელსაც CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დღეს, 21 სექტემბერს, ხარაგაულში განათლების
ყოველწლიურად, 21 სექტემბერს, მსოფლიო ალცჰაიმერის დღეს
100 000 ადამიანი – 100 000 ისტორია, ნდობა და იმედი, რომელიც წლების
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის
თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთის