დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია საქართველოში სულ 12 846-მა პირმა ჩაიტარა.
ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე მედპერსონალი და 55 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები იცრებიან.
რა სახის გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ – ეს შეკითხვა დღეს ყველაზე აქტუალურია.
ხევში მცხოვრები 66 წლის უსუპი ხაჩიძე პირველ აპრილს „ასტრაზენეკათი“ ქუთაისში, ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აიცრა. ის ამბობს, რომ აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს და არც რაიმე გვერდითი მოვლენა გამოვლენია.
„ორჯერ ინფარქტი მაქვს გადატანილი, გასულ წელს მძიმე ოპერაცია ჩამიტარდა, – ამბობს უსუპი ხაჩიძე, – შეიძლება ითქვას, რომ მძიმე ავადმყოფად ვითვლები. ვაქცინაციამდე ყველაფერი დეტალურად გამომკითხეს. აცრის შემდეგ 45 წუთი დამაყოვნეს. თავს ახლა გაცილებით კარგად ვგრძნობ, ვიდრე აცრამდე. ხუნევის ამბულატორიის ექიმმა ია პაქსაშვილმა მითხრა, ჩვენს ზონაზე „პირველი მერცხალი“ ხარო.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი ნინო ყიფშიძე ამბობს, რომ „ფაიზერით“ აცრის შემდეგ თავი უმნიშვნელოდ ასტკივდა – ისე, რომ წამალიც არ დაულევია.
ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის მაკა ქასრაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსზე აცრილი მათი კლინიკის ათივე თანამშრომელი თავს კარგად გრძნობს.
აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებია ინფექციონისტ გულნაზი ვეფხვაძეს.
ჯერჯერობით, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამდენმა ხარაგაულელმა გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.
„აცრები 18 მარტს ხარაგაულის საავადმყოფოშიც დაიწყო, – ამბობს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე, – ყოველ საღამოს უნდა გადაგვეცა ინფორმაცია აცრილთა რაოდენობის შესახებ, მაგრამ ახალციხეში ვაქცინაციის შემდგომ ექთნის გარდაცვალების ფაქტმა ყველაფერი შეცვალა.
ახლა აცრა მხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისშია შესაძლებელი. ამიტომ ინფორმაციას, თუ რამდენი ხარაგაულელია ამ დროისთვის აცრილი, არ ვფლობ.
ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ 18 მარტს ხარაგაულის საავადმყოფოს ათი თანამშრომელი აიცრა, პირველ აპრილს – ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხუთი ექიმი“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოში მოსახლეობის 70%-ის აცრის შემთხვევაში შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას.
აცრის მსურველებმა რეგისტრაცია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge უნდა გაიაროთ.
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო